თბილისის მერიამ ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ავტობუსი გადასცა.

ავტობუსები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: ონი-ამბროლაური-ონი; ონი-უწერა-შოვი-ონი; ონი-ქვედრულა-ირი-ონი, 13 თებერვლიდან კი ექსპლუატაციაში შევა ონი-ამბროლაური-ონის მარშუტი.

ტექნიკური საკითხების დაზუსტების და ტარიფების დადგენის დასრულებამდე, ონი-ამბროლაურის მარშრუტი, ონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, 13 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები