„თბილისური შუქ-ჩრდილები“ ფიროსმანის მუზეუმში

20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე ფიროსმანის მუზეუმი ლევან კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას – „თბილისურ შუქ-ჩრდილებს“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998-2003) იწყება. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად  მონაწილეობდა იმ პერიოდის ჯგუფურ გამოფენებსა და მანიფესტებში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, ბათუმში. მხატვრის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი შეხვდებით ლევან კაკაბაძის მიერ დაპროექტებულ არაერთ ნაგებობას.
შავ-თეთრი აქცენტებით განცდილ-დანახული ძველი თბილისური პეიზაჟების მომნუსხველი ანტურაჟი დამთვალიერებელს საინტერესო სიურპრიზს ჰპირდება. ფიროსმანის მუზეუმი ხომ ერთადერთი ადგილი თბილისში, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ატარებს, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ფიროსმანის ქუჩა №29-ში მდებარე სახლია – კიბის ქვეშ მოწყობილი ნიკალას უკანასკნელი „საცხოვრისი“.

მის: ფიროსმანის ქ. №29.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები