გიორგი პერტაიამ და ისრაელის ელჩმა სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს უმასპინძლა.

მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალი მიმოიხილეს. გიორგი პერტაიამ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე და განსახორციელებელ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრისას არბიტრაჟის განვითარების მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებზეც იმსჯელეს. ამასთან, პროფესიული განათლების ხელშეწყობის აუცილებლობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

შეხვედრას პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე პაპიაშვილი და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო-მაშავის კოორდინატორი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები