ბექა ნაცვლიშვილი ახალი პარტიის შექმნას აანონსებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ახალი პარტიის შექმნას აანონსებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი პოლიტიკური ძალა, ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს.

„გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძვლებზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. მიდის მოლაპარაკების პროცესი, შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის საარჩევნო ცვლილებებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიალოგის ჩაშლა ხელს აძლევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე “ნამოძრაობას”, რადგან “ორივეს მიზანი პოლარიზაციაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები