საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ნინუასა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის ელჩს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ტრადიციის გაგრძელებისა და დიასპორის საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროების გამოკვეთის აუცილებლობა აღინიშნა.

მხარეები მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისრაელი, თანამშრომლობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები