ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექცია-დისკუსიების ციკლი იწყება

 13, 20 და 27 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში (კინოდარბაზი) ლექცია-დისკუსიები გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, 13 თებერვალს იწყება ლექცია-დისკუსიების ციკლი, 9 ახალგაზრდა მომხსენებელი 9 სხვადასხვა დღეს ისაუბრებს საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და ლექსიის შემდეგ გამართავს დისკუსიას.
13 თებერვალი – გიორგი მელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, თემა: „არასამთავრობო სექტორის როლი და ფუნქცია თანამედროვე საქართველოში“;
20 თებერვალი – თორნიკე ზურაბაშვილი, ევრაზიის დემოკრატიის და უსაფრთხოების ქსელის (Eurasia Democratic Security Network) მკვლევარი, თემა: „თანამედროვე საეკლესიო-პოლიტიკური ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“;
27 თებერვალი – გიორგი კეკელიძე, ახალგაზრდული პოლიტიკის სპეციალისტი, თემა: ,,ფორმალური განათლების პრობლემები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“.
შემდგომი 6 შეხვედრის ანონსი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
9 ლექცია-დისკუსიიდან მინიმუმ 8-ზე დამსწრე სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკისგან, კურსის მოსმენისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ.7, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, აუდიტორია (კინოდარბაზი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები