საფრანგეთი ლიეტუვაში 300 სამხედროს გზავნის

საფრანგეთი ივნისის ბოლოს, ლიეტუვაში 300 სამხედროს გაგზავნის, – განაცხადა პარიზში ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„ივნისის ბოლოს, საფრანგეთი 300-მდე სამხედროს გაგზავნის, რომლებიც ნატოს ძალებს შეემატებიან. ჩვენი სამხედროები, საფრანგეთისთვის მნიშვნელოვან მისიებში მონაწილეობენ, მაგალითად, მალიში 40 ჯარისკაცი გვყავს. ნატოში ძალიან დიდ შეფასებას აძლევენ ჩვენს შენატანს, ეს ორმხრივი ინტერესია, პრიორიტეტებში ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიეტუვაში გერმანიის ხელმძღვანელობით, ნატოს ჯგუფი იმყოფება, რომელშიც ჯამში 6 ქვეყნის 1,2 ათასი სამხედრო მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები