მწერალთა სახლში ბერძნული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

 14 თებერვალს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ბერძნული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომელზეც ბერძენი მწერალი დიმიტრი ნოლასი წაიკითხავს ლექციას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მწერალი, 7 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, მწერალთა სახლის რეზიდენციაში ქართველ მთარგმნელთან, ანი ჩიქოვანთან, ერთად წიგნის თარგმანზე მუშაობს.
საღამო საბერძნეთის საელჩოსა და თსუს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩაყარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები