„ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის ვახტანგ ღამბაშიძისადმი მიძღვნილი წიგნის – „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ წარდგენა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვახტანგ ღამბაშიძე და მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე იყვნენ ერთ-ერთი პირველი ლექტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე კი უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. ცნობილი ექიმის სახელს უკავშირდება კურორტ ცემის დაარსება.
ალბომში შესულია ვახტანგ ღამბაშიძის შესახებ აკაკი წერეთლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე აბაშელის და სხვა ცნობილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეების ჩანაწერები.
პრეზენტაციის პარალელურად გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები