ამერიკული კორპორაცია Trammo ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს.
Trammo-ს აღმასრულებელი დირექტორის ედვარდ ვეინერის განცხადებით, ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,Forbes-სის მონაცემებით Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.