ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია გაიმართება

11 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია – „მუსიკა და თვითშემეცნება“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ბლოგერი და მუსიკოსი ანდრო დგებუაძე ისაუბრებს, თუ როგორია მუსიკის როლი თვითშემეცნებაში; რა აქცევს ადამიანის მუსიკალურობას განსაკუთრებულად და ვლინდება თუ არა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთისაგან განსხვავებულ სფეროში?
საჯარო ლექცია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ლექციათა ციკლის – „ვარიაციები მუსიკალურ თემებზე“ – ფარგლებში ტარდება.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10; ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები