ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი პირველი „ოსკარით“ დააჯილდოვეს

ლორა დერნის პირველი „ოსკარი“

ჰოლივუდის მსახიობმა, 56 წლის ბრედ პიტმა პირველი „ოსკარი“ აიღო. ეს ჯილდო  მან მოიპოვა კვენტინ ტარანტინოს ფილმ „ერთხელ ჰოლივუდისთვის“, სადაც ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად მონაწილეობდა.
ბრედ პიტი „მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში დააჯილდოვეს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში მდებარე დოლბის თეატრში, „ოსკარის“ 92-ე საზეიმო ცერემონიალზე.
ბრედ პიტი სულ შვიდჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“. აღნიშნული ჯილდო კი მისთვის მეორეა – 2014 წელს ფილმისთვის „12 წელი მონობაში“   აკადემიის უმაღლესი ჯილდო პროდიუსერობისთვის მიენიჭა.
პირველი „ოსკარი“ მიიღო ასევე ლორა დერნიმ, „ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ ფილმ „ქორწინების ისტორიაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები