თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაარსებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორიაა მოთხრობილი წიგნში, რომლის წარდგენაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
წიგნ „უნივერსიტეტის“ განახლებული გამოცემის წარდგენა უნივერსიტეტის 102 წლისთავს უკავშირდება. გამოცემის ავტორია თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი.
წიგნში მოკლედ არის გადმოცემული უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგებისა და თსუ სამეცნიერო სკოლების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებს, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებს, საერთაშორისო წარმატებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები