ბულგარეთში ქართველი მხატვრის, გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

19 თებერვალს, ბულგარეთში, სოფიის სან-სტეფანოს გალერეაში,  ქართველი მხატვრის, კალიგრაფის პოეტისა და მწერლის გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა  „სამოთხის შეხება“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება ქართული ანბანის 38 საზედაო ასო დაწლების განმავლობაში შექმნილი მინიატურები, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საუნჯეს, რომელსაც ქართული ანბანი ჰქვია, კიდევ ერთხელ ვადიადებთ ამ ექსპოზიციით ევროპაში. ტიტანური შრომა იმალება ამ ყველაფრის უკან, რის ნაყოფღებადაც ეს ასოები იბადებიან“, – ამბობს გიორგი სისაური.
გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერია ბულგარეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენა სოფიაში, სან-სტეფანოს გალერეაში,  6 მარტის ჩათვლით გასტანს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები