ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო.
მოსამართლემ გადაწყვეტილება ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და განაცხადა, რომ მის გარეშე პროცესი ვერ გაგრძელდება.
შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”, დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
“ნებისმიერ სცენარში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ეს სპექტაკლი არ გაუვა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, არ იქნება არანაირი კომპრომისი იმ მენტალობასთან მიმართებით რაც მან საქართველოში დაამკვიდრა, რა მენტალობაც გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან. ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და სამწუხაროდ, ამ მენტალობას ახალგაზრდა პროკურორებში და მოსამართლეებში ნერგავს”,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო ავთანდილ წერეთელს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.