ტაილანდში ორი ტურისტული კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპნენ რუსეთის მოქალაქე ბავშვები, ათობით დაშავებულია(ფოტო,ვიდეო)

0

ტაილანდში, ფუკეტის პროვინციაში ორი ჩქაროსნული კატერი ერთმანეთს შეეჯახა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ინციდენტის შედეგად, რუსეთის 20-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა და ორი მცირეწლოვანი დაიღუპა – 12 წლის ბიჭი და 6 წლის გოგო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ კატერზე მხოლოდ ტაილანდის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟი იყმოფებოდა, მეორეში 39 რუსი ტურისტი.

ტაილანდში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის 21-ზე მეტი და ტაილანდის სამი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი