ძლიერი ქარის გამო, 112-ში საქართველოს მასშტაბით, 64 შეტყობინება შევიდა
ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოს მასშტბით 64 შეტყობინებაა შესული.
შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს. გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო – 49, რაც შეეხება რეგიონებს: სამეგრელოში- 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთაში- 1.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.