გიორგი კახიანი: ირაკლი შოთაძის გასაუბრება საკმაოდ კარგად წარიმართა და ის არის ამ საქმის პროფესიონალი

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ შოთაძის კანდიდატურა წარუდგინოს პარლამენტს. ეს გასაგებია, რადგან მისი გასაუბრებაც საკმაოდ კარგად წარიმართა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანი აღნიშნავს, პროცესი იყო გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ღირსეული გენერალური პროკურორი აირჩეს.

„გასაუბრებას საზოგადოება ისმენდა. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ შოთაძის კანდიდატურა წარუდგინოს პარლამენტს. ეს გასაგებია, რადგან მისი გასაუბრებაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ის არის ამ საქმის პროფესიონალი. ირაკლი შოთაძეს პროკურატურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მის პროკურორობას უკავშირდება სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი საქმის გახსნა, რაც მის სასარგებლოდ მოქმედებს. პარლამენტში გამჭვირვალე პროცესი გველის, როცა მისი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება და კითხვების დასმის შესაძლებლობა იქნება. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები