საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის სასწავლო კურსი “ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ჩატარდა

ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ევროსაბჭოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო კურსი – „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს უძღვებოდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები.

როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, კურსის ფარგლებში, მონაწილეები კიბერდანაშაულის სფეროს, ონლაინ კრიმინალური ფულის მასების მოძრაობის ტიპოლოგიას, ფინანსურ გამოძიებას და აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდოლოგიას გაეცნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარდა თეორიულისა, ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ სპეციალურად სწავლებისათვის ინსცენირებული კიბერდანაშაულის გამოძიების ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს.
დასასრულს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო კურსის „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები