მედეა ყირიმელის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
7 თებერვალს, „დოთსის“ კოტე აფხაზის ფილიალში მხატვარ მედეა ყირიმელის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მედეა ყირიმელი სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების მაგისტრია. ის მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და სამი პერსონალური გამოფენის ავტორია, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო ფესტივალ „მეხელოვნების“ ფარგლებში. მედეა ყირიმელის ნამუშევრები დატვირთულია დიდი ენერგეტიკით და საინტერესო ბავშური ჯადოსნურობით.
მის: კოტე აფხაზის ქ. №22