საბერძნეთში სეზონურ გრიპს 38 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში სეზონური გრიპის მიზეზით 38 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციაში განაცხადეს.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გრიპის გამო, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წლის მე-40 კვირიდან, როდესაც სეზონურ გრიპზე დაკვირვება დაიწყო – 2020 წლის მეხუთე კვირის ჩათვლით, ქვეყანაში 151 ლაბორატორიულად დადასტურებული სეზონური შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 136 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

უწყების ინფორმაციით, დაავადებულთაგან მხოლოდ 55-ს ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული.

საბერძნეთში, ძირითადად, A ტიპის გრიპი ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები