ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.