ივანე მაჭავარიანი: მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს

„მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დღგ-ის რეფორმა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა.

“არის რამდენიმე ათეული ცვლილება და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით – მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ევროპელი ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას, საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა არსებულ ნორმას და მექანიზმს, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, რაც ჩვენს სასამართლოებს ამ ნაწილში გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. შედეგად, ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას და დღგ-სთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო მარტივ და სწრაფ აღსრულებას”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები