დიმიტრი პესკოვი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა შიდაპოლიტიკურ არენაზე რუსეთი, დემონად აღარ გამოიყვანოს

კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა შიდაპოლიტიკურ არენაზე რუსეთი მთავარ დემონად აღარ გამოიყენოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ჩავარდნის კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტრადიციულად ვთვლით, რომ არ გვაქვს უფლება აშშ-ის შიდა საქმეებში ჩავერიოთ. სენატის გადაწყვეტილება კარგია და პროგნოზირებადი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდაპოლიტიკური და წინასაარჩევნო ბატალიების დროს, აშშ-მა რუსეთი მთავარ სახრჩობელად არ გამოიყვანონ, ასე ვთქვათ, შიდაპოლიტიკური არენის დემონად. ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელია. ვთვლით, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას, შტატები შიდაპოლიტიკურ “შესაწირზე” აღარ დადებენ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები გამოჩნდება“, – განმარტა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები