„დარწმუნებულები ვართ, ნენო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენას იტალიაში“

საქართველო საელჩო იტალიაში მადლობას უხდის ნენო გაბელიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2019 წლის გამარჯვებულს, მის მიერ გაწეული საქმიანობისათვის, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის და საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის იტალიელი საზოგადოებისათვის გაცნობისათვის.
„ნენოს უშრეტი ენერგიისა და დაუღალავი შრომის შედეგად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიაში საქართველოს მეგობართა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. მისი ერთწლიანი მანდატი ამოიწურა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ნენო, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენას იტალიაში.
წარმატებებს ვუსურვებთ მას და ასევე, პროექტის ახალ გამარჯვებულს, მარიამ ბოჭორიშვილს, რომელიც „ახალგაზრდა ელჩის“ საქმიანობას 2020 წლის განმავლობაში განახორციელებს“, – აღნიშნულია იატალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები