სერგი კაპანაძე: ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, ნებისმიერ საარჩევნო მოდელზე, რომელიც შეთავაზებული იქნება, მხარეებს შორის კონსენსუსი უნდა იყოს

“ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა შეაფასა.

კაპანაძის განმარტებით, დასკვნის თანახმად, ნებისმიერ საარჩევნო მოდელზე, რომელიც შეთავაზებული იქნება, მხარეებს შორის კონსენსუსი უნდა იყოს.

“ეუთო-ოდირს ამ მოდელის არაკონსტიტუციორობაზე არცერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი, პირიქით, ის საუბრობს, რომ ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. საუბრობს იმაზე, რომ კონსესუსი ქვეყნის შიგნით უნდა იქნეს მოძებნილი და ნებისმიერი საარჩევნო ცვლილება შეთანხმებით უნდა იქნეს გატარებული”,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, რამდენადაც, არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო ინკლუზიურ დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები