პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს,  საგარეჯოს მუნიოციპალიტეტის  სოფელ პატარძეულში, დიდი ქართველი პოეტისა  და საზოგადო მოღვაწის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, პედაგოგები, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სატელევიზიო პროექტ ,,ეტალონი 2020“-ის გამარჯვებული ლუკა კოტორაშვილი, საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობი – ნათელა დიღმელაშვილი, რომელმაც გოგლას პერსონაჟი „ნატვრის ხიდან“ ფუფალა გააცოცხლა, კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრის პატარა მსახიობები – ბარბარე კუპრაძე და თემუკა ჭიაურელი.
პატარა მსახიობებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი გოგლას შემოქმედებიდან, კომპოზიცია „ნატვრის ხიდან“ „თაღრია“.
პატარძეულის გოგლა ლეონიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან ამონარიდები წაუკითხეს.
მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,ბერიკაცები“ წარდგა, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“  ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები