“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა”

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუსტად ინფორმაცია, როგორ ხდება სოციალური დახმარების დანიშვნა, რა მეთოდოლოგია არსებობს ამისთვის, რა გეგმები გაქვთ თქვენ შემდგომში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, არ იქნეს არც ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

ანრი ოხანაშვილმა მინისტრს მიმართა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მეთოდოლოგიასთან, შემწეობის დანიშვნის სისტემასთან და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული მიმართულებით არის დაგეგმილი, რათა აღარ მოხდეს პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება.

„აქ საუბარი იყო სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაზე, შემწეობის გადასინჯვა თუ იგეგმება კიდევ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. თქვენ ასევე ახსენეთ და თქვით, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა სისტემა ფუნქციონირებს. აქ ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ტრაგედიით მანიპულირებს და არ ერიდებიან ტელევიზიაში საუბარს იმაზე, რომ თითქოს ტელევიზორის გამო ვინმეს უხსნიან დახმარებას, მკაფიოდ და ზუსტად ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები