კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

​აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მან ამომრჩევლებს და საპარლამენტო გუნდს მადლობა გადაუხადა.

​შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, რის გამოც მან დეპუტატის მანდატი დატოვა.

მისი შემცვლელი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა “ქართული ოცნების” სიის მიხედვით შესაძლოა, პარლამენტში მის ნაცვლად ვალერი გელაშვილი შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები