„ეროვნული იმპერატივი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დავითგარეჯის სიახლოვეს, სოფელ უდაბნოში აღნიშნავს

„ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“  5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, საქართველოს საზღვარზე, დავით გარეჯთან, სოფელ უდაბნოს ახალგაზრდებს ეწვევა.
როგორც „კვირას“ „ეროვნული იმპერატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი სავანელმა აცნობა, წელს, ამ დღის აღნიშვნაში უკვე მესამედ ერთვება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გაიმართება, სოფელში, სადაც საჯარო სკოლის გარდა არ არსებობს არავითარი საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ორგანიზაცია.
ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიება რამდენიმე აქტივობას გააერთიანებს:
ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ კითხვა. წაიკითხავენ მსახიობები – ქეთევან შერვაშიძე, გიორგი იარაჯული, გიორგი გურული. დისკუსია;
საჯარო ლექცია „ინდივიდის ზნეობრივი საკითხი და „უმრავლესობის კულტი“ (მსოფლიო ლიტერატურის მაგალითზე) – მომხსენებელი რეჟისორი გიორგი სავანელი. დისკუსია;
შემეცნებითი თამაში-კონკურსი „გამოიცანი ავტორი“;
შეხვედრა პოეტ ერეკლე საღლიანთან.
ამ დღის აღნიშვნა მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა. საქართველოში კი, წიგნის  კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა ბოლო 5 წლის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები