ზაზა ხალვაშის ბოლო ინტერვიუ

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ბოლო ინტერვიუს აქვეყნებს.
„მაშინ, როდესაც ზაზა ხალვაში ქართული კინოს ახალი ტალღის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.
ზაზა ხალვაშმა, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე სრულიად გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა – „დრო“ (1981), „იქ, ჩემთან“ (1991), „მიზერერე“ (1996), „სოლომონი“ (2015), „ნამე“ (2017). „წვიმა ორ ნაპირზე“ ჰქვია მის ბოლო ფილმს, რომლის გადაღებაც ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ხალვაშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები