სოფო კილაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს “პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის” თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემაზე საუბარი არ ყოფილა.

“ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს განსახილველი, ახლა ვსაუბრობდით ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია. 2020 წლის 1 ივნისისთვის უნდა მოვასწროთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გამართული სისტემის მუშაობის დაწყებას უზრუნველყოფს. ვისაუბრეთ დასაქმების აქტზე და ძალიან მალე ამას საზოგადოებაში განსახილველად გამოვიტანთ. განვიხილეთ ძალიან ბევრი სხვა თემა, თუმცა საარჩევნო სისტემაზე საუბარი არ ყოფილა.

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს”,- განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები