ქუთაისში მიხა ხელაშვილის ლექსების კითხვის საღამო გაიმართება

5 თებერვალს, 15:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში  პოეტ მიხა ხელაშვილის ლექსებს წაიკითხავენ.
ლექსებს წაიკითხავენ: საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, გრიგოლ ქობალიანი;
პოეტები: გიზო თავაძე, ბელა უჩაძე, ნანა გასვიანი, ლია გვენეტაძე, ირმა ქურასბედიანი;
მსახიობები: ავთო სახამბერიძე და გიგა მიქაძე; მოწვეული სტუმრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მკითხველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები