„იყო შენი ქვეყნის პირველი ახალგაზრდა ელჩი  ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, ნამდვილად არ არის მარტივი“

იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნენო გაბელია ფეისბუქის გვერდზე ერთ წელს აჯამებს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის.
ცხოვრება ძალიან ბევრ შანს გვაძლევს და მე ვთვლი, რომ ეს ერთი წელი ძალიან საინტერესო და ბევრი გამოწვევით მდიდარი აღმოჩნდა. იყო შენი ქვეყნის პირველი ახალგაზრდა ელჩი  ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავი მშვენივრად გავართვი.
ერთად შევაჯამოთ განვლილი ერთი წელი:
1. ქართული კულინარიული საღამო, კულინარიულ სკოლაში „პეპე ვერდე“, ხინკლის ვიდეო, რომელმაც საოცრებები ჩაიდინა და 150 ათასი ნახვა დააგროვა.
2. სამჯერ ჩატარებული ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომლის მოთხოვნაც დღემდე გრძელდება. მინდა გამოვყო ბოლო დეგუსტაცია, სადაც 12 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა, 18 სხვადასხვა ღვინის სახეობით.
3. ორი საჯარო ლექცია, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
4. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში, რომელიც დაეთმო მხოლოდ საქართველოს და დეტალურად განვიხილეთ ქართული მოდის კულტურა.
5. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ვიტერბოს ტუშას უნივერსიტეტში, სადაც მოეწყო სხვადასხვა ქართული კუთხე.
6. ოკუპირებული ტერიტორიები, რომის კულტურის ცენტრში „უპტერ“ გაიმართა წიგნის წარდგენა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიას აცნობს მკითხველს, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა თაკო რობაქიძის ფოტოების გამოფენა – „ცხოვრება საოკუპაციო ხაზს მიღმა“.

ფატი კახნიაშვილის ნამუშევარი

7. „პოეზია და ევროპა“, ამ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წარადგინეს საქართველო ბატონმა გიორგი ლობჟანიძემ და ქალბატონმა ნუნუ გელაძემ, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართული ლიტერატურა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას ევროკავშირთან მიმართებაში.
8. ხატმწერ დავით ლუაშვილის მიერ დაწერილი ხატების სამდღიანი გამოფენა. გამოფენის მთავარი თემა იყო ღვთისმშობელი.
9. Spend your summer in Georgia, – აქციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ვეცადეთ იტალიელებისთვის გაგვეცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი.
10. ქართველი ქალბატონის, ფატი კახნიაშვილის ულამაზესი ნამუშევრების გამოფენა რომში და მის მიერ შექმნილი სამაჯური, რომელმაც იტალიელებს საქართველოს ისტორია მოუყვა.

ეს და ბევრი სხვა საინტერესო მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად კი დიასპორის დეპარტამენტს, რომ მომცეს შანსი, წარმედგინა ჩემი ქვეყანა იტალიაში. ეს პროექტი არ იარსებებდა, ბატონი @Rati Bregadze“, – წერს ნენო გაბელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები