„ნამეს“ რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

 რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას.
ზაზა ხალვაში 1957  წლის 17 მაისს დაიბადა ბათუმში, პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1983 წელს დაამთავრა წარჩინებით  (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
მუშაობდა „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ… 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
ზაზა ხალვაში არის ავტორი ფილმებისა „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, ​„მიზერერე“, „ნამე“…  ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი „ნამე“ საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა. ზაზა ხალვაში  იყო ცნობილი ქართული სერიალის „მგლების ხორუმის“ რეჟისორიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები