მთავრობამ ბანკებისგან 20 მილიონი ლარი ისესხა
4 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
“აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 55 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.9%-ით, მაქსიმალური- 9.09%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.023%-ით განისაზღვრა”, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.