მწერალ თამარ გეგეშიძესთან შეხვედრა გაიმართება

5 თებერვალს, 16:00 საათზე,  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი  მწერალ თამარ გეგეშიძეს უმასპინძლებს.
საქართველო უკვე მეხუთედ, საქართველო  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდება.
საქართველოში ეს დღე 2016 წლიდან აღინიშნება, ღონისძიების ორგანიზატორია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით. მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებს, როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებში და საჯაროდ კითხულობენ ნაწარმოებებს.

მის:  მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები