„კულტურის პოლიტიკა – პროცესები, გამოწვევები, მიზნები“ – დისკუსია გაიმართება

6 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  დისკუსია – „კულტურის პოლიტიკა – პროცესები, გამოწვევები, მიზნები – თავი I“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და ფორმების დანახვა.
მომხსენებელები: ანა რიაბოშენკო, თამარ ჯანაშია, ლალი პერტენავა, სოფო კილასონია, ნიკოლოზ ნადირაშვილი, დათო ნადირაძე.
დისკუსიის მოდერატორი: სოფო კილასონია.
„დისკუსიის მონაწილეთა მოხსენებები მოიცავს კულტურის სფეროს მართვის და კულტურის სხვადასხვა დარგის იმ თემებს და პრობლემებს, რომელთა ანალიზის ვალდებულებას გვაკისრებს, ერთი მხრივ, საქართველოს კულტურის სფეროსა და კულტურული გარემოს ადგილობრივი გამოწვევები, მეორე მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესში გააჩნია.
აღნიშნული შეხვედრა არის მცდელობა, შეიქმნას კულტურის სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობა. გაერთიანების ამოცანა კი უნდა გახდეს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებათა პროცესების და არსებული ვითარების პერმანენტული ანალიზი და მონიტორინგი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჯანსაღი და თანამედროვე ფასეულობებით ფორმირებას, სფეროს განვითარებასა და მართვის ეფექტურობას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
კონფერენციის მოხსენებები და დასახული გეგმა გამოქვეყნდება ელექტრონული პუბლიკაციის სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები