ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” განცხადებას ავრცელებს: ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა

ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორის, ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთელია კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში ჩართული არ არის. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა.

შეგახსნებთ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი – ბათუ ქუთელია ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად იყო მითითებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები