„ქართული პოეზიის „არტისტული ყვავილები“ – რატი ამაღლობელის ლექცია გაიმართება

5 თებერვალს, 19:00 საათზე, „სტამბის წიგნები“ რატი ამაღლობელის ლექციას – „ქართული პოეზიის „არტისტულ ყვავილებს“  უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „შეხვედრები სტამბაში” – არის „სტამბის წიგნების“ 9-თვიანი კურსი, რომლის ფარგლებშიც, ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
ყოველ ოთხშაბათს და კვირას ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, ისტორია, ფილოსოფია და სხვა.
ლექციების შესახებ ინფორმაცია ყოველკვირეულად დაიდება ჩვენს ფეისბუქგვერდზე.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები