გია გუგუშვილის საჯარო ლექცია და უფასო ვიზიტი მუზეუმში

4 თებერვალს, 16 საათზე, Public(A) Talks-ის ფარგლებში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და Publica უმასპინძლებს სამხატვრო აკადემიის რექტორს – გია გუგუშვილს, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – 80-იანი წლების მხატვრობა.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ამ ინიციატივით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ყოველი თვის პირველ საბშაბათს სთავაზობს თავისუფალ შესვლას კონკრეტული სასწავლებლების სტუდენტებს, რომელთა სპეციალობა სახვითი ხელოვნება და ხელოვნების ისტორიაა.
უფასო ვიზიტი მუზეუმში შეუძლიათ მუზეუმის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების ხელოვნების სფეროს ფაკულტეტების სტუდენტებს. მათ შორისაა:
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• თავისუფალი უნივერსიტეტი;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„მუზეუმის ახალი ინიციატივის მიზანია, ხელი შუწყოს საგანმანათლებლო პროცესს ხელოვნების სფეროში და დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს საშუალება, მეტი გაიგოს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე.
გია გუგუშვილის საჯარო ლექციის შემდეგ, დაინტერესებულ სტუმრებს ექნებათ საშუალება, დაესწრონ ტურს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რომელსაც უხელმძღვანელებს ხელოვნებათმცოდნე – კოტე ბოლქვაძე“, – აღნიშანვენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები