მიხეილ სააკაშვილი: მე მაქვს კონკრეტული გეგმა, დღეიდან, ჩვენ მოვემზადებით გადამწყვეტი მომენტისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხალხი უბედურებაში ცხოვრობს და მისი ამოცანაა „ამ ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა“.

ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა.

„მე მაქვს კონკრეტული გეგმა და მე ვიცი რა ხალხთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება, თქვენთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება.

ამიტომ, დაწყებული დღეიდან, ჩვენ მოვემზადებით გადამწყვეტი მომენტისთვის, როდესაც დაიწყება საქართველოს სწრაფად ფეხზე წამოდგომა, დაჩოქებული მდგომარეობიდან გამოყვანა და თქვენთან ერთად ვისაუბრებ რეგულარულად თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო ამ უბედურებიდან, როგორ უნდა წავიდეთ სწრაფად წინ.

საქართველოში აუცილებლად გათენდება, საქართველო აღარ იქნება დაჩოქებული, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები