კომპანია “ფრონტერას” 85 ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით პროტესტის გაგრძელებას აპირებს

კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”-ის 85 ყოფილი თანამშრომელი, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, პროტესტის გაგრძელებას აპირებს.

მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქციას თბილისში, “ფრონტერას” სათაო ოფისთან 6 თებერვალს გამართავენ. პარალელურად კი, პროფკავშირების იურისტები საქმის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

ცნობისთვის, ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” თანამშრომლებმა 11 თვის სახელფასო დავალიანება რამდენჯერმე გააპროტესტეს და მუშაობა შეწყვიტეს. შედეგად, კომპანიის მენეჯმენტმა 85 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მათი თქმით, სანამ დავალიანებები არ ჩაირიცხება, ნავთობმომპოვებელს სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

“ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს, დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები