ქუთაისში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მუსიკოსი დაუკრავს პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს „სი მებოლ მაჟორს“ №1.
კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი.
მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები