„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება

5 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის ვაკის მედიათეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2020 წელს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა და სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება გახსნის ღონისძიება.
მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე. შემდეგ კი საჯაროდ წაიკითხავენ მონაკვეთებს მწერლის ჩანაწერების წიგნიდან – „უბის წიგნაკებიდან“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ ლიტერატურულ ღონისძიებას აერთიანებს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ – მოუწოდებენ ორგანიზატორები წიგნის მოყვარულებს.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი №76.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები