ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო – გამოცდები 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს.

უწყების ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით სურვილს გამოთქვამენ.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები