„კიტა აბაშიძის კერძო კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავს“

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიოს დღეს ეხმიანება ფეისბუქგვერდზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„1917 წელს ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის ანდერძის მიხედვით, მისი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადაეცა. სწორედ ამ კერძო კოლექციამ ჩაუყარა საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავს, რომელიც ძირითადად კერძო პირთა თუ დაწესებულებების შემოწირულობების ხარჯზე თანდათან იზრდებოდა.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულია 8 მილიონი წიგნი და 22 მლნ გამოგონება/პატენტი.
ამ კოლექციით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში. მის ფონდებში დაცული უნიკალური თუ უახლესი გამოცემებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები