დავით ზალკალიანი თურქეთს​ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისათვის მადლობას უხდის

“მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისისთვის. მხარდაჭერის ასეთი გამოხატვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და სოლიდარობას ორ ქვეყანას შორის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მან ასევე, ჩინეთს კორონა ვირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„კორონა ვირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას, რათა შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო“, – წერს ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები