პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუჩერდებათ
საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდებათ, თუ მათ პატიმრობას შეუფარდებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვაპირებთ ასე გაგრძელდეს, ვიდრე ხელისუფლებაში ვიქნებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, მასზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება იქნება. რაც თქვენ ნახეთ პროკურატურის განცხადება სამი პირის მიმართ წაყენებულია ბრალი ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია შესაბამის ორგანოში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.