ხულოს მერიამ 2019 წელს ფერდსამაგრი სამუშაოებისათვის 297 000 ლარი დახარჯა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს ფერდსამაგრი სამუშაოებისათვის 297 000 ლარი დახარჯა.
როგორც “კვირას” ხულოს მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში 22 ადგილას განხორციელდა.
ფერდსამაგრ სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობა მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ახორციელებს.